ა(ა)იპ „გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის” რექტორის 2026 წლის 16 ივლისის Nო/20 ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი გალობის უნივერსიტეტში ხელოვნებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ასოცირებული პროფესორი (თეორიეული მიმართულება) – 1 ადგილი.
გალობის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 4 (ოთხი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების მქონე, დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
-
- აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განცხადების ფორმა დანართი 1);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (დანართი 2), (აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის წინაპირობებით გათვალისწინებული სამეცნიერო/შემოქმედებითი აქტივობები და სასწავლო–მეთოდური საქმიანობა – იხ. დანართი 3);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური, ან პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა სახის დოკუმენტი დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);
ვ) საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი მიმართულების სილაბუსი (სილაბუსები) ან/და დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის კონცეფცია;
ზ) ბოლო 6 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული/განხორციელებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია) ან/და შემოქმედებითი პროექტის ანოტაცია, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო/შემოქმედებით საქმიანობას – საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;
თ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) 2 ფოტოსურათი (ზომა 3×4);
კ) წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ (დანართი 4).
-
-
- ზემოთ მითითებული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით (PDF ფაილები).
- აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს გალობის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის აფილირების წესს და წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ გალობის უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
- კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 20 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის გამოგზავნის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 02 სექტემბრიდან – 09 სექტემბრის ჩათვლით.
- საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 02 სექტემბრიდან – 09 სექტემბრის ჩათვლით ონლაინ, საპროცედურო კომისიაში (საკონკურსო განაცხადისა და დოკუმენტების ელ.ფაილების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელ.მისამართზე: info@galoba.edu.ge) (საკონტაქტო პირი ს.ბერაია – 593327779).
- აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა საკონკურსო დოკუმენტები საპროცედურო კომისიის ელ.ფოსტაზე უნდა გაგზავნოს სრულყოფილად, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი მიღებულად არ ჩაითვლება.
- საკონკურსო დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საპროცედურო კომისია აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატს ელექტრონულად უგზავნის დოკუმენტების რეგისტრაციის შესახებ ცნობას კონკურსანტის იმავე ელ.ფოსტაზე.
- კონკურსში გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია საპროცედურო კომისიაში შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს მატერიალური სახით.
-
დანართი: 1) კონკურსანტის განცხადების ფორმა;
2) კონკურსანტის ანკეტა;
3)აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის წინაპირობებით გათვალისწინებული სამეცნიერო/შემოქმედებითი აქტივობები და სასწავლო-მეთოდური საქმიანობა;
4) წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ.