გალობის უნივერსიტეტის სტუდენტურ გუნდს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის
მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,
უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებამ მწუხარებაში
გააერთიანა მთელი საქართველო. ქვეყნის ყველა კუთხიდან დაიძრნენ ადამიანები
საყვარელ პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად. ტიროდა ყველა – დიდი თუ
პატარა, ქალი თუ კაცი… ამ მძიმე დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა
ქრისტიანობის, სიყვარულის, მადლიერების არნახული მაგალითი, და ეს მთელმა
მსოფლიომ ნახა!

სამების საპატრიარქო ტაძარში განუწყვეტლივ გადაიხდებოდა პატრიარქის სულის
მოსახსენიებელი პანაშვიდები და ისმოდა გალობა – ერთმანეთს ენაცვლებოდნენ
სხვადასხვა ტაძრის მგალობელთა გუნდები, ბავშვთა და მოზრდილთა
ფოლკლორული თუ მგალობელ-მომღერალთა ანსამბლები.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მადლობას გიხდით თავდადებისთვის,
პროფესიონალიზმისთვის და ჩვენი ძვირფასი კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ
გამოვლენილი მამა-შვილური სიყვარულისთვის.

გიორგი დონაძე
აღმასრულებელი დირექტორი
ს.ს.ი.პ. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი