ა(ა)იპ „გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი“ აცხადებს მსმენელთა მიღებას მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამაზე „ქართული ტრადიციული მუსიკა – ლოტბარი/რეგენტი“.
სასწავლო პროგრამაზე მიიღებიან ქართული ტრადიციული მუსიკის თეორიული და პრაქტიკული შესწავლით დაინტერესებული პირები, 18 წლის ასაკიდან ზევით.
კურსზე მიღების წინაპირობაა გასაუბრების გავლა, სადაც მონაწილემ უნდა გამოავლინოს შესაბამისი მუსიკალურ-საშემსრულებლო უნარები/გამოცდილება.
პროგრამის სასწავლო კურსები
- ქართული ხალხური სიმღერა (პრაქტიკული);
- ქართული საეკლესიო გალობა (პრაქტიკული);
- ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება (თეორიული);
- ქართული საეკლესიო მუსიკის თეორია და ისტორია (თეორიული);
- ხალხური ინსტრუმენტი (საკრავები არჩევით), (პრაქტიკული);
- სალოტბარო ხელოვნება (შემოქმედებითი პროექტის მომზადება გუნდთან).
პროგრამის მიზნები და ამოცანები
პროგრამის მიზანია, გააფართოვოს მსმენელთა ზოგადი ცოდნა ქართული ტრადიციული მუსიკის შესახებ; შეასწავლოს სიმღერა-გალობის პროგრამით განსაზღვრული ახალი რეპერტუარი; მისცეს/გაუღრმაოს ტრადიციულ მუსიკალურ საკრავებზე შესრულების ცოდნა; გაუღრმაოს საშემსრულებლო და სარეგენტო/სალოტბარო უნარ-ჩვევები; პრაქტიკული და თეორიული სწავლების ფორმებით აუმაღლოს ცოდნა ტრადიციული მუსიკის უმთავრესი ჟანრების, შესრულების ფორმების, მუსიკალური კანონზომიერებების და ისტორიული განვითარების გზების შესახებ.
კურსის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ წვდომა საარქივო და თანამედროვე აუდიო მასალაზე, რითაც შეძლებენ შეიძინონ/გაიუმჯობესონ მათი სწორად მოსმენის, გამოყენებისა და გაშიფვრის უნარები. პროგრამაში მონაწილეობა ასევე ითვალისწინებს უნივერსიტეტის შემოქმედებით აქტივობებში, კონცერტებსა და სხვადასხვა პროექტებში ჩართულობას. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ანსამბლებისთვის რეპერტუარის განახლებას და სწორად შერჩევას. სასწავლო პროგრამას მოემსახურებიან გალობის უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პედაგოგები.
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და დანართი სწავლის შედეგებისა და გავლილი საგნების მოკლე აღწერილობით.
- პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე
- მეცადინეობის გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ (2 დღე ადგილზე, 1 დღე ონლაინ – თეორიული საგნები).
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
https://forms.gle/BaC8FfuH75d5ugrd9
რეგისტრაციის ვადა: 01.05.2026 – 31.05.2026
სასწავლო პროგრამაზე სწავლა დაიწყება 2026 წლის სექტემბერში და დასრულდება ამავე წლის დეკემბერში.
დარეგისტრირებულ კანდიდატებთან გასაუბრება შედგება 05.06.2026
მისამართი: ზ. ანჯაფარიძის #21, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, სართული 5.
დამატებითი ინფორმაციის, ასევე კურსის საფასურისა და გადახდის გრაფიკის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ ყოველ სამუშაო დღეს 1000-დან- 1630-მდე.
ელ ფოსტაზე: natalia.kveliashvili@galoba.edu.ge; info@galoba.edu.ge
ტელ: +995 599 72 89 17