11 და 12 ოქტომბერს გალობის უნივერსიტეტის პედაგოგმა და კონსულტანტმა საბიბლიოთეკო საკითხებში, მაია მეტრეველმა სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან ჩაატარა შეხვედრები ბიბლიოთეკის ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებსა და ანტიპლაგიატის პროგრამა Turnitin-თან დაკავშირებით.

ქალბატონმა მაიამ დამსწრე პირებს გააცნო და აუხსნა ელექტრონული სამეცნიერო ბაზების (RILM Music Encyclopedias, ProQuest eBook Central) და Turnitin-ის გამოყენების წესები და პირობები.