2023 წლის 12 ივნისს გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელიგამართავს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას თემაზე „ქრისტიანული თეოლოგიისა დამუსიკოლოგიის საკითხები”. კონფერენცია ეძღვნება ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას.

ინფორმაცია სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის:

კონფერენციის თემატიკა:

ქრისტიანული ღვთისმეტყველება;
საეკლესიო მუსიკოლოგია და ეთნომუსიკოლოგია;
ქრისტიანული ხელოვნება;

კონფერენციის ჩატარების დრო – 2023 წლის 12 ივნისი

კონფერენციის სამუშაო ენაქართული.

რეგლამენტი მომხსენებელთათვის – 20 წუთი (15 წუთი პრეზენტაციისთვის; 5 წთ. დისკუსიისთვის).

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურისსტუდენტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების რეზიუმე ქართულენაზე (არაუმეტეს 150 სიტყვა) და შევსებული სარეგისტრაციო ანკეტა

მოთხოვნები მოხსენების რეზიუმესადმი:

რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
გამოყენებული შრიფტი: ქართული ტექსტისათვის Sylfaen, ზომა – 12, სტრიქონთაშორისი ინტერვალი– 1,5;

სარეგისტრაციო ანკეტის და რეზიუმეების წარმოდგენის ბოლო ვადაა – 2023 წლის 1 ივნისი.
გთხოვთ, სარეგისტრაციო ანკეტა და რეზიუმე მოგვაწოდოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე:

საკონტაქტო პირი:

ეკატერინე ყაზარაშვილი eyazarashvili@yahoo.com ტელ: 5 98 148431
გიორგი ნატროშვილი g.natroshvili85@yahoo.com ტელ: 5 99 237250