22 ნოემბერს, სტუდენტური ექსპედიციის ფარგლებში, გალობის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები პედაგოგ ნინო ნანეიშვილთან ერთად სამცხე-ჯავახეთს სტუმრობდნენ. აღნიშნულ აქტივობას უნივერსიტეტი სტუდენტებისათვის საექსპედიციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და მისი დამოუკიდებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს.
#სტუდენტურიექსპედიცია ამჯერად სოფელ მუსხის მკვიდრს – 90 წლის მარო ჟუჟუნაძეს ეწვია.
არო ბაბო მომღერალი და ხალხური რეწვის მესხი ოსტატია. ის საქართველოში ერთადერთია ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის მინიჭებული ცოცხალი საუნჯის წოდებით.
სტუდენტების სტუმრობით უსაზღვროდ გახარებულმა არ დაიზარა მათი ცნობისმოყვარე კითხვებისათვის პასუხის გაცემა, უამბო მესხურ ტრადიციებსა და ფოლკლორზე. სტუდენტებმა მარო ბაბოსგან სხვადასხვა სიმღერის ნიმუშებთან ერთად მისი მონათხრობებიც ჩაიწერეს, ასევე დაათვალიერეს მისი დაარსებული ტრადიციული რეწვის ნიმუშების მუზეუმი.
გალობის უნივერსიტეტის სახელით დიდ მადლობას ვუხდით მარო ბაბოს და მის ოჯახს გულთბილი მასპინძლობისათვის!