გალობის უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდმა, ტატიანა მეგრელიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტის მუსიკის მიმართულების ორგანიზებით გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობენ:
▶ ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი
▶ ანსამბლი „იალონი“
▶ გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები
▶ ანსამბლი „თუთარჩელა“
▶ თამარ კოკაია
▶ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი
▶ უკრაინელი მომღერალი ლილია კოროლიუკი
▶ ანსამბლი „მჭელი“
საქველმოქმედო კონცერტზე შესრულდა უკრაინული ხალხური სიმღერები და უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.