22 დეკემბერს ჩაიწერა და გადაიღეს კონცერტი “ფოლკლორული მოგზაურობა ფშავში”, რაც შემაჯამებელი ღონისძიებაა ნინო ნაყეურის იმ საექსპედიციო მოგზაურობებისა, რომელიც მან ბოლო სამი წლის მანძილზე ფშავში და არხოტის ხეობაში ჩაატარა.

უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ნინომ აღადგინა და კონცერტზე წარმოგიდგინა აქამდე უცნობი 10 ფოლკლორული ნიმუში.
უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ნიმუში პირველად შესრულდა სცენაზე, რაც მეტად მნიშვნელლვანია ფშაური ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის.
ფართო საზოგადოება კონცერტის ჩანაწერს იანვარში იხილავს.

კონცერტში მონაწილეობისათვის მადლობას ვუხდით და წარმატებას ვულოცავთ ყველა მონაწილეს:
ზურა მამუკელაშვილი, თათია ლეგაშვილი, ქეთი ტაბახმელაშვილი, ანი რობაქიძე, მირანდა წამალაშვილი, ავთო ტოჩილაშვილი, თამაზ ელისაშვილი, გიორგი ბაზერაშვილი, ნიკა ბორჩხაძე, სანდრო გორგილაძე, ანდრია მარკოზაშვილი, მიშო ხაჩიძე, ნიკა ჯოხაძე, ვალიკო წოწკოლაური (ფშაველი ეთნოფორი) და ახალგაზრდა ფშაველ მომღერალი – გიორგი მუშტაშვილი.

წარმატებულ პროექტს ვულოცავთ პროექტის ინიციატორსა და ორგანიზატორს ნინო ნაყეურს!

დიდი მადლობა გვინდა მოვახსენოთ საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრს, სადაც კონცერტის ჩაწერა და გადაღება გახორციელდა!
პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნანა გოთუას!
დიდი მადლობა დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურს!

გალობის უნივერსიტეტის სტუდენტის იდეისა და პროექტის მხარდაჭერისათვის კი განსაკუთრებული მადლობა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს მანანა (მაცაცო) ნარიმანიძეს!

ფოტო გიორგი მექვაბიშვილის