2016 წლის 14–17 ივლისს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის გუნდი წარმატებით გამოვიდა საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე – Parbeg laivelis.

ფესტივალი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ საპორტო ქალაქ კლაიპედაში (ლიტვა) იმართება და ის ეთნიკური კულტურის ერთ–ერთი დიდი დღესასწაულია დასავლეთ ლიტვაში.

Parbeg laivelis შედის საერთაშორისო ხალხური შემოქმედების ორგანიზაციის CIOFF–ის (UNESCO–ს დაქვემდებარებული ორგანიზაცია) საფესტივალო კალენდარში.

საკონცერტო ჩანაწერებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს youtube არხზე.