27 სექტემბერს გალობის უნივერისიტეტის გუნდმა მონაწილეობა მიიღო „ქართლური ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალში“, რომელიც ქართული ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციასა და მისი უნიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება.
ფესტივალი 2018 წელს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა. ღონისძიება ყოველწლიურად აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული მუსიკის ანსამბლებს და ქმნის მნიშვნელოვან კულტურულ პლატფორმას ქართული მრავალხმიანობის გასაზიარებლად.