დიდი სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ გალობის უნივერსიტეტის უახლესი გამოცემა – „ქართული გალობის ჭრელები“!

„ქართული გალობის ჭრელები“ – ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) პუბლიკაციას წარმოადგენს. ეს არის ქართულ სამეცნიერო სივრცეში პირველი ფუნდამენტური ნაშრომი, რომელშიც შესწავლილია საეკლესიო გალობის უნიკალური ფენომენი – „ჭრელები“.

ნაშრომი განკუთვნილია ლიტურგიკული გალობის, ჰიმნოგრაფიის, სამუსიკო პალეოგრაფიის მკვლევრებისთვის, სტუდენტებისთვის და ქრისტიანული ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

პუბლიკაციაში პირველად არის ხელმისაწვდომი „ჭრელების“ შემცველ ქართულ ხელნაწერებში დაცული ტექსტები, თანდართული მაღალი ხარისხის ვიზუალური და აუდიო ილუსტრაციებით.
პროექტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ 2021 წლის საგრანტო კონკურსში“ გამარჯვებულია!

ფონდი „ქართული გალობა“ გამოცემის თანადამფინანსებელია და დიდ მადლობას მოვახსენებთ ამ მნიშვნელოვანი საქმის მხარდაჭერისთვის!

ახალი გამოცემა განსაკუთრებით გვინდა მივულოცოთ წიგნის ავტორსა და პროექტის ხელმძღვანელს, გალობის უნივერსიტეტის დეკანს, ქალბატონ თამარ ჩხეიძეს!

გალობის უნივერსიტეტის ამ უახლეს და უმნიშვნელოვანეს გამოცემას ვულოცავთ ყველა სტუდენტს, მკვლევარს და რა თქმა უნდა ჩვენს სასწავლებელს!