„ქართული გალობის ჭრელები“ წარმოადგენს ქართულ სამეცნიერო სივრცეში პირველ ფუნდამენტურ ნაშრომს, რომელშიც შესწავლილია საეკლესიო გალობის უნიკალური ფენომენი „ჭრელები“ − „ჭრელთა ნუსხები“ (მუსიკალური ჰანგის ფიქსირების მეტად თვითმყოფადი სისტემა) და ქართული გალობის ტრადიციაში „ჭრელის“ ფენომენის გამოვლენის დღეისათვის ნაცნობი სხვა ფორმები.

პუბლიკაციაში ფართო აუდიტორიისთვის პირველად გახდება ხელმისაწვდომი „ჭრელების“ შემცველ ქართულ ხელნაწერებში დაცული ტექსტები, თანდართული მაღალი ხარისხის ვიზუალური და აუდიოილუსტრაციებით. ორენოვანი (ქართულ-ინგლისურ) გამოკვლევა დახმარებას გაუწევს ქართული ქრისტიანული ხელოვნების შესწავლით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მკვლევრებს, სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებას. გამოცემა ხელს შეუწყობს ქართული სამგალობლო ხელოვნების ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო სამეცნიერო და სახელოვნებო სივრცეში.

წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [#SP-21-447]. გამოცემის ფინანსური მხარდამჭერია საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციაა ა(ა)იპ -მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი