გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი აცხადებს მიღებას 2022 – 2023 სასწავლო წლის საეკლესიო მუსიკის საბაკალავრო პროგრამაზე!

28 მარტს, 13:00 საათზე შედგება ონლაინ ღია კარის დღე.
შეხვედრა, პირდაპირი ტრანსლიაციის რეჟიმში გალობის უნივერსიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ჩატარდება.

შემოგვიერთდით და თავად გაეცანით ჩაბარებისა და სასწავლო პროცესის ყველა პირობას.

შეხვდებით უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს, ვინც პირადად გაგაცნობთ სრულ ინფორმაციას სასწავლებელში მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით!

გექნებათ შესაძლებლობა დასვათ შეკითხვა და მყისიერად მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენთვის სასურველ საკითხზე.

უნივერსიტეტს გავლილი აქვს ავტორიზაცია

სწავლა უფასოა

მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული სრული ზოგადი განათლების მქონე აბიტურიენტები

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარდება მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა

შიდა გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:
1. ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო);
2. ქართული საეკლესიო გალობა და ხალხური სიმღერა;
3. სოლფეჯიო, მუსიკალური ანბანი
4. ინგლისური ენა (გასაუბრება)

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ
ტელეფონზე:
598 14 84 31