2023 წლის 24 მაისს გალობის უნივერსიტეტმა უმასპინძლა აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის პროფესორს, საეკლესიო მუსიკის სპეციალისტს, მგალობელს, მარია ტაკალა-ზოშჩენკოს, და მის კოლეგას, ეთნომუსიკოლოგსა და ბიზანტოლოგს, დოქტორანტ რიიკა პატრიკაინენს. ჩატარდა საჯარო ლექციები და მასტერ-კლასი. გაიმართა დისკუსია თემებზე: „ფინელი საეკლესიო მუსიკოსების მსახურების ასპექტები ფინურ მართლმადიდებელ ეკლესიაში“, „საეკლესიო მუსიკოსების სწავლება აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტში“. ლექცია გაგრძელდა ვორკშოპით, რომელშიც  მონაწილობამა მიიღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმაც, რამაც მათი თვალსაწიერი და გამოცდილება გააფართოვა.