2018 წლიდან გალობის უნივერსიტეტი  და ნოტრ დამის უნივერსიტეტის სასულიერო მუსიკის დეპარტამენტი (აშშ) ახორციელებს სტუდენტთა გაცვლის პროგრამას.

2023 წლის 23 მაისიდან 3 ივნისამდე ნოტრ დამის უნივერსიტეტის სასულიერო მუსიკის დეპარტამენტის სტუდენტები მოგზაურობენ ელის ა. მარტინის სტიპენდიით, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა პროგრამის მაგისტრანტს ეწვიოს საქართველოს 2 კვირით. გალობის უნივერსიტეტში სტუდენტები გადიან ქართული სასულიერო და ხალხური მუსიკის ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ კურსს.

პროგრამის მხარდამჭერები არიან რექს და ელის მარტინის და ელისაბედ ბორგერის საქველმოქმედო ფონდები, ასევე, ფონდი „ქართული გალობა“.